„პროცენტული ცვლილება. საბანკო სესხის გადასახადი“- წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებმა მორიგ საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
13-12-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით, აქტიურად ასრულებენ.

ამჯერად, X კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში დავალებაზე - „პროცენტული ცვლილება. საბანკო სესხის გადასახადი“ იმუშავეს. მათ საკითხი, საგნის მასწავლებელისა და დამრიგებელის ნათელა ბაზაძის ხელმძღვანელობით, დაამუშავეს, შემდეგ პრეზენტაცია გამართეს და ამომწურავად ისაუბრეს. 

კომპლექსური დავალების პრეზენტაციისას მოსწავლეებმა წარმოაჩინეს: პროცენტის, პროცენტული ცვლილების გამოთვლის მნიშვნელობა სიდიდის ცვლილების ტენდენციის აღსაწერად და კომპიუტერული პროგრამის (ექსელის) გამოყენების მნიშვნელობა საბანკო სესხის გადასახადის გამოსაანგარიშებლად. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203