ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში „გურიის კვირეულის“ პრეზენტაცია გაიმართა
13-12-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში გაიმართა „გურიის კვირეულის“ პრეზენტაცია. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. პროექტში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.  

„კვირეულის ფარგლებში გავაცოცხლეთ ძველი გურიის ადათები, ტრადიციები, ვიმოგზაურეთ გურულ ჯადოსნურ სამყაროში. იყო დიდი იუმორი და ნაღდი გურული სითბო და სიყვარული“, - გვიყვებიან სკოლაში. 

პროექტში აქტიურად მონაწილეობდნენ ოზურგეთის წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის, ურეკის, წყალწმინდის, ქვემო და ზემო ნატანების და ბაილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

„სკოლების მოსწავლეთა შორის იგრძნობოდა ურთიერთპატივისცემა და სითბო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203