წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IX კლასში კომპლექსური დავალების პრეზენტაცია მოეწყო
13-12-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IX კლასში კომპლექსური დავალების - Жизнь замечательных людей. Биография - პრეზენტაცია გაიმართა.

მოსწავლეებმა საკითხზე დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით იმუშავეს, შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს და ცოდნა სხვებსაც გაუზიარეს. 

მეცხრეკლასელებმა გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებაზე, მათ შემოქმედებაზე, მიღწევებზე, ხასიათსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დაბადების ადგილი, მათი ოჯახური მდგომარეობა, როგორ მიაღწიეს ცხოვრებაში დასახულ მიზანს და სხვა. 

დავალების პრეზენტაციამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203