„მინდა მეტი ვიცოდე“ - თბილისის N136 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებისთვის სახალისო ვიქტორინა გაიმართა
13-12-2022

თბილისის N136 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა კონკურსებს სთავაზობენ და მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობენ. 

მათ შორის, 12 დეკემბერს V კლასის დამრიგებელმა, ნელი ვიალოვმა, ჩაატარა მხიარული ვიქტორინა სახელწოდებით - „მინდა მეტი ვიცოდე“. მოსწავლეებმა უპასუხეს მრავალფეროვან კითხვებს და გაიმდიდრეს თვალსაწირერი. იყო მუსიკალური ჭრილიც: ტურებს შორის მოსწავლეებმა ხალხური სიმღერები შეასრულეს.

მოსწავლეები ვიქტორინაში ხალისით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203