„შობა-ახალი წელი გერმანულენოვან ქვეყნებში“- თბილისის N136 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
13-12-2022
თბილისის N136 საჯარო სკოლის გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლია ქინქლაძემ მე-10 კლასის მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა. 

მათ პროექტი - „შობა-ახალი წელი გერმანულენოვან ქვეყნებში“ განახორციელეს. მოიძიეს ინფორმაცია, დაახარისხეს, შემდეგ კი თემის გარშემო ამომწურავად ისაუბრეს. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს გამოუმუშავდათ როგორც სასწავლო (თანამშრომლობის, ინფორმაციის მოძიების, კითხვის, თარგმნის...), ასევე შემოქმედებითი უნარები. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203