ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს სამოქალაქო განათლების გაკვეთილების სერია მიეძღვნა
13-12-2022

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასებში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების გაკვეთილების სერია ჩატარდა. 

გაკვეთილების სერია სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მოეწყო. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები, რითიც ხელი შეუწყვეს პროექტის პოპულარიზაციას და სასკოლო საზოგადოებაში, აღნიშნული საკითხის მიმართ, აამაღლეს ცნობიერება. აღსანიშნავია, რომ გაიმართა დისკუსია, შეხვედრის ამ ფორმატმა, მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა საკუთარი დამოკიდებულებები დაეფიქსირებინათ ღიად და თამამად.  როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრა იყო ინტერაქციული და საინტერესო. 

„საუკეთესო 6 პრეზენტაცია წარმოადგინეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც“. - გვამცნობს სკოლის დირექცია.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203