დანდალოს N1 სკოლის ზარი 1977 წლის კურსდამთავრებულთათვის, 45 წლის შემდეგ, კვლავ დაირეკა
13-12-2022

იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლამ 1977 წლის კურსდამთავრებულებს უმასპინძლა.

45 წლის შემდეგ ისევ დაირეკა მათთვის გაკვეთილის ზარი, კიდევ ერთხელ მიუსხდნენ მერხებს და  „ჩააბარეს“ საშინაო დავალება - „გზა სკოლიდან დღემდე“.

შეხვედრა ემოციურად დატვირთული იყო.

„დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის მათი მასპინძლობა, ემოციების გაზიარება, სითბოთი და სიყვარულით სავსე მოგონებების მოსმენა, იყო ნოსტალგიაც“,- ამბობს სკოლის დირექტორი ინგა ბერიძე.

მათ გაიხსენეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილ თანაკლასელებსა და პედაგოგებს. მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექტორს გულთბილი დახვედრისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203