დანდალოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს
13-12-2022
იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას ღირსეული გაცილება მოუწყვეს. 

ღონისძიებაში, რომელიც სკოლის თვითმმართველობამ მაომზადა, ყველა კლასის მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მათ შემოდგომის ნობათი შეადროვეს და ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.

შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. სკოლის დირექცია მადლობას უხდის სკოლის თვითმმართველობასა და კლასის დამრიგებლებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203