„გავუფრთხილდეთ გარემოს!“ - კოდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა კვირეული მოაწყო
13-12-2022

ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. მოსწავლეებიც ხალისით არიან ჩართულნი გარემოსდაცვით საქმიანობაში და სხვებსაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ.

ამჯერად სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო კლუბმა „თანასწორობამ“ კვირეული - „გავუფრთხილდეთ გარემოს“ მოაწყო. კვირეულის ფარგლებში კლუბმა დაგეგმა და განახორციელა სხვადასხვა აქტივობები.

კლუბის წევრებმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად: 

  • მოიძიეს ინფორმაცია პლასტიკური ნარჩენების მავნებლობის, ნიადაგის დაბინძურების, ადამიანის მიერ გარემოზე  მიყენებული ზარალის შესახებ. მოამზადეს პრეზენტაცია და გაუზიარეს თანატოლებს;
  • დაამზადეს თემატური პოსტერები და გააკრეს სკოლაში;
  • მოაწყეს გარემოს დაცვის თემაზე ნახატების გამოფენა VI კლასელების დახმარებით;
  • დაამზადეს საინფორმაციო ბროშურები, გაავრცელეს სკოლასა თემში;
  • მოუწოდეს პლაკატებით სკოლის და თემის საზოგადოებას „გაუფრთხილდნენ გარემოს“.
  • დაასუფთავეს სკოლის ეზო.
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203