„მიყვარხარ დედა“ - მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა კედლის გაზეთი შექმნეს
13-12-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დედისადმი მიძღვნილი ალეკო შენგელიას ლექსი - ,,დედა" და გიორგი ლეონიძის მიძღვნითი ტექსტი ,,დედას“ შეისწავლეს.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლელა უგულავამ,  მოსწავლეებს დაავალა, თავად შეექმნათ მსგავსი მიძღვნითი ტექსტები. ბავშვები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ დავალებას და თავი წარმატებით გაართვეს.  მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთი -  „მიყვარხარ, დედა“ , სადაც განათავსეს დედისადმი მიძღვნილი ტექსტები, ლექსები, ჩანახატები, მილოცვები და ნახატები. მოსწავლეებმა ასე გამოხატეს  სითბო და სიყვარული დედისადმი. აღსანისნავია, რომ აქტივობებში თითოეული მოსწავლე იყო ჩართული.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი აქტივობები საგაკვეთილო პროცესს მეტად საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203