თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლის სამასწლოვანი ოდა სახლი მოინახულეს
13-12-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეები სოფელში არსებული სამასწლოვანი ოდა სახლის ისტორიას გაეცნენ.

მოსწავლეებმა „მხარეთმცოდნეობის კლუბის“ , ხელმძღვანელ - დავით ჩიხრაძის ინიციატივით, სოფელში არსებული სამასწლოვანი ოდა სახლი მოინახულეს, რომლის მეპატრონე სოფლის ერთ-ერთი უხუცესი - ბორის ციმაკურიძეა. მოსწავლეებმა ჭვირული ორნამენტებით მორთული აივანი და სხვადასხვა საინტერესო ნივთი დიდი ინტერესით დაათვალიერეს. ასევე გაეცნენ, რაჭული ოდა სახლების აგების ტრადიციას. სახლის ეზოში სამასწლოვანი უთხოვარის ხეც მოინახულეს. ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. მოსწავლეებისთვის ეს დღე სამახსოვრო და ძალიან საინტერესო იყო. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის, მსგავსი საგანმანათლებლო გასვლითი დღეები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უკეთ ეცნობიან ერთმანეთს და იღებენ საინტერესო ინფორმაციას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203