დანდალოს N1 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
13-12-2022

იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ. 

მათ შორის, სასკოლო სპორტის განვითარების ფარგლებში, 14 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ გაიმართა. დანდალოს N1-მა სკოლამ ბათუმის სკოლა „ევრო 2000“-ის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ღონიძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები, მასწავლებლები და უფროსკლასელი მოსწავლეები. 

ღონისძიება ემოციურად დატვირთული იყო.

სკოლა მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს, სპორტის მასწავლებლებს, მანანა სახელაშვილს და ილია ბერიძეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203