„ჩემი ოჯახი“ - ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეების საინტერესო პრეზენტაცია
13-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ერთმანეთს თავიანთი ოჯახები გააცნეს და საინტერესო პრეზენტაციაც წარადგინეს.

პრეზენტაციის თემა იყო - „ჩემი ოჯახი“, რომელიც ბავშვებმა საინტერესოდ წარმოადგინეს. მოსწავლეებმა დაკისრებულ დავალებებს წარმატებით გაართვეს თავი. როგორც კლასის მასწავლებელმა - არევიკ გრიგორიანი განაცხადა, ბავშვებმა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს დრო. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის მსვლელობაში თითოეულმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, რამაც საგაკვეთილო პროცესი საინტერესო გახადა. 

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს თემებზე პრეზენტაციების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლეებმა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი და ოჯახის მნიშვნელობაც გაითავისონ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203