„ვიყოთ ტოლერანტები!“ - კოდის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის წევრებმა გამოფენა მოაწყვეს
13-12-2022
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს ტოლერანტი მოქალაქე, რასაც პირნათლად ასრულებს.
რა თქმა უნდა, სკოლაში აღინიშნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე.
სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა - VII კლასის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით სკოლის ფოიეში თემაზე - „ვიყოთ ტოლერანტები“ ნახატების გამოფენა მოაწყვეს. VIIბ კლასის მოსწავლემ, ელენე ბერუაშვილმა კი გააკეთა პრეზენტაცია ტოლერანტობის შესახებ.