„რა კარგია შემოდგომა“- სადმელის საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეთა მრავალფეროვანი ღონისძიება
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „რა კარგია შემოდგომა“ გაიმართა.
მასში მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები დამრიგებელ დიანა დავითულიანის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მათ საინტერესო ნომრები წარადგინეს, შემოდგაზე ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოვლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიების მიზანი იყო, მოსწავლეებში ზეპირმეტყველების და შემოქმედებითი უნარების განვითარება. მოსწავლეებმა გაითამაშეს სცენარი, წაიკითხეს ლექსები, მოაწყვეს ვიქტორინა - „ვინ იცი მეტი“. გარდა ამისა, მუსიკის პედაგოგის - ხათუნა დარახველიძის ხელმძღვანელობით სიმღერები შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
იხილეთ ფოტოები: