სადმელის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ კერესელიძემ ლიტერატურული კონკურსის ერთ-ერთ ნომინაციაში პირველი ადგილი დაიკავა
13-12-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებსა თუ კონკურსებში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეები მარიამ კერესელიძე, ნანა კევლიშვილი, ბარბარე კერესელიძე მუნიციპალიტეტში გამართულ ლიტერატურულ კონკურსში - „მწიგნობარი“ მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოვლინეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
ერთ-ერთ ნომინაციაში „თანამედროვე მწერლობა“ პირველი ადგილი მარიამ კერესელიძემ მოიპოვა, მას საჩუქრები, წიგნი და ფულადი ჯილდო გადაეცა.
სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე წელია იმართება წიგნიერების ზეიმი. არც წელს იყო ოქტომბერი გამონაკლისი ამ ტრადიციისა, გაიმართა ლიტერატურული კონკურსი ,,მწიგნობარი“, რომელიც გამოჩენილი ქართველი მთარგმნელის და საზოგადო მოღვაწის - ბაჩანა ბრეგვაძის სახელს ატარებს. წარმატებას ვუსურვებთ მარიამს და ბევრ ასეთ გამარჯვებას. ჩვენი სკოლა დიდ მადლობას უხდის კონკურსის ორგანიზატორებს იმ დიდი საქმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ მომავალი თაობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს