ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვან პროექტზე იმუშავეს
13-12-2022

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საინტერესო პროექტში, ამჯერად კი მათ იმუშავეს პროექტზე - „Symbols of England“.

მოსწავლეებმა  პროექტი „Symbols of England“,  ინგლისური ენის მასწავლებლის-ხატია ხუციშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს. მათ დამსწრე საზოგადოებას ინგლისისა და მისი დიდებულების აღმნიშვნელი სიმბოლოების შესახებ საინტერესო და ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს. თარგმნეს შექსპირის ცნობილი ფრაზები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ვიქტორინაში აუდიტორიაც ჩართეს, რამაც პრეზენტაცია მეტად საინტერესო და სახალისო გახადა.

მსგავსი პროექტები მოსწავლეებს ინგლისური ენის უკეთ შესწავლში ეხმარება და ასევე აუდიტორიის წინაშე გამოსვლებსაც ეჩვევიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203