სადმელის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები ხელოვნების გაკვეთილებზე მრავალფეროვან ნამუშევრებს ქმნიან
13-12-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეების განვითარებაზე, მოტივირებასა და განყობაზე პროფესიონალი პედაგოგები ყოველდღიურად ზრუნავენ. 

აღსანიშნავია, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეები ხელოვნების გაკვეთილებზე განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევნიან. მათ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ეძლევათ, ამიტომაც სხვადასხვა თემატიკის ნამუშევრებს აქტიურად ქმნიან. ამჯერად, მათი ნამუშევრები წელიწადის დროებს შეეხებოდა. 

მათი პედაგოგი ია ჭარბაძეა, რომელიც პატარებს საინტერესო აქტივობებს ხშირად სთავაზობს.

„მოსწავლეებს ბუნების მშვენიერების აღქმაში ეხმარებათ სახვითი ხელოვნების მასწავლებელი ია ჭარბაძე. წარმატებები მასწავლებელს და ამ პატარა მხატვრებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203