მარადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანი კახაბერიძე მასწავლებელთა კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგა
13-12-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და კონფერენციებში აქტიურად მონაწილეობენ. 

ამჯერად, სკოლის რუსული ენისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ნანი კახაბერიძემ მასწავლებელთა XI საუნივერსიტეტო კონფერენციაში - „უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“ მიიღო მონაწილეობა. 

კონფერენცია ონლაინ ფორმატით გაიმართა და მისი მთავარი განსახილველი თემა იყო - „მოსწავლეთა გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების განვითარება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში“.

მარადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგა. 

„კონფერენციის მუშაობა იყო ძალზედ ნაყოფიერი და ბევრის მომცემი, გავიზიარეთ კოლეგების საუკეთესო გამოცდილება“,- ამბობს მასწავლებელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203