ღების საჯარო სკოლაში თემაზე- „ნაადრევი ქორწინება“ საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
13-12-2022

ონის მუნიციპალიტეტის ღების საჯარო სკოლა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით,  ხშირად მართავს საინტერესო პრეზენტაციებს სხვადასხვა აუცილებელ, საჭირო საკითხებთან დაკავშირებით. ამჯერად კი პრეზენტაციის თემა ნაადრევი ქორწინება იყო. 

მე-9, მე-10 და მე-11  კლასებში, ქიმია-ბიოლოგიის პედაგომა - ნინო ხუსკივაძემ,  თემაზე- „ნაადრევი ქორწინება“ პრეზენტაცია წარადგინა, რომლის  მთავარი მიზანი, მსგავს საკითხებში,  მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება იყო. მოსწავლეებმა  პრეზენტაციები და თავისუფალი თემები დამოუკიდებლად წარადგინეს. მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები ნაადრევი ქორწინების განმაპირობებელი მიზეზებისა და რისკების შესახებ. ასევე, კლასში გაიმართა დისკუსია, სადაც ბავშვებმა  პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა განიხილეს. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი საკითხების განხილვა მოზრდილებში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ფლობდნენ საჭირო ცოდნასა და ინფორმაციას ნაადრევი ქორწინების შესახებ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203