დაბა კაზრეთის N1 სკოლის მოსწავლეებთან სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა
13-12-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში, ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში, X-XI კლასის მოსწავლეებს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ქვემო ქართლში ირმა მჭედლიძე შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს  სახალხო დამცველის მანდატის შესახებ, ბავშვთა უფლებებისა და სახალხო დამცველის აპარატის, ქვემო ქართლის ოფისის, საქმიანობაზე.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირაში, სკოლაში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავდა სასკოლო თემის ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ საკითხში.

მსგავსი ტიპის შეხვედრები, ხელს უწყობს მოსწავლეებს საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი შეხედულებები სხვადსხვა აქტუალურ თემებზე. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203