სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ლიტერატურულ კონკურსში
13-12-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში - „ზღვაური - 2022“ დიდ წარმატებას მიაღწიეს. 

მასში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ფინალში კი 120 მათგანი გადავიდა, შემდეგ ჟიურიმ ისე გამოავლინა გამარჯვებულები, რომ არ იცოდნენ, ვინ იყო ნაწარმოების ავტორი. 

კონკურსში პირველი ადგილისა და ოქროს დიპლომის მფლობელი სწორედ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე რეზო შარაშიძე გახდა. ფინალისტის დიპლომით კი ამავეს სკოლის მოსწავლე მარიამ ძნელაძე დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ ისინი ინტელექტკლუბ ,,ლამპარის’’ წარმატებული, მიზანდასახული და გამორჩეული წევრები არიან. კლუბის მეურვე ვარდო ხოზრევანიძეა.

ახალგაზრდა პოეტებისა და მწერლების დაჯილდოვების ცერემონია ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.

„სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ვულოცავთ რეზოს და მარიამს ამ დიდ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ შემოქმედებით გზაზე“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203