„პროფესიის დღე“ - სენაკის N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
13-12-2022

სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბავშვობიდანვე ეცნობიან სხვადასხვა პროფესიას და იმ ვალდებულებებს, რომლებიც თან ახლავს საქმეს.

მე-3 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე - „პროფესიის დღე“, რომლის ფარგლებშიც ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე - „აირჩიე პროფესია“. 

აღნიშნული პრეზენტაციის ხელმძღვანელი კი კლასის მასწავლებელი - ი.ხუნწარია იყო. თითოეულმა მოსწავლემ მისთვის საინტერესო და საოცნებო პროფესია მოირგო. ბავშვებმა არჩეული პროფესიების შესახებ ისაუბრეს და განიხილეს,  თუ რატომაა საინტერესო ეს პროფესია. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები გამოეწყვნენ პროფესიისთვის დამახასიათებელ ფორმებში, რამაც მეტად რეალური და საინტერესო გახადა პრეზენტაცია. 

არ აქვს მნიშვნელობა რომელი პროფესიის წარმოამდგენელი ხარ, მთავარია საქმის პროფესიონალი იყო და პასუხისმგებლობით  მოეკიდო დაკისრებულ ვალდებულებას. პროექტის მიზანიც სწორედ ესაა, რომ ბავშვემა ადრეული ასაკიდანვე შეძლონ სწორად განსაზღვრონ რას ნიშნავს პროფესიული ვალდებულება და რას მოიაზრებს ესა თუ ის საქმიანობა.  

სკოლა მოსწავლეებს წარმატებას და ოცნებების ასრულებას უსურვებს. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203