
თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მორიგი სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ტური მოეწყო.
10 დეკემბერს, მე-4ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელთან ს. სიმონიანთან ერთად, ხალხურ საკრავთა მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მეოთხეკლასელებმა დაათვალიერეს ძველი თბილისი, მეტეხის ტაძარი, აბანოთუბანი და შემდეგ ესტუმრნენ საკრავთა მუზეუმს, სადაც გაეცნენ როგორც ქართულ, ასევე აღმოსავლურ და ევროპულ საკრავებს, ნახეს ვიდეო ქართული ხალხური საკრავების შესახებ, მოისმინეს მათი ხმები, აქტიურად ჩაერთნენ გიდის მიერ შემოთავაზებულ აქტივობებში, მათ შორის რითმული სავარჯიშოების შესრულებაში.
მოსწავლეებმა გიდისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს და მუზეუმიდან ახალი ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: