„შემოდგომის ფერები“ - ჯვარის N3 საჯარო სკოლის მესამეკლასელთა მრავალფეროვანი ღონისძიება
მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო გარემოს გამრავალფეროვნების მიზნით, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად საინტერესო აქტივობა ჩატარდა დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით.
მესამე კლასის დამრიგებელმა ჩაატარა ღონისძიება - „შემოდგომის ფერები“, რომელიც მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო პედაგოგი ფატიმა ჭანტურია, რომლის დამსახურებითაც მოსწავლეებმა კიდევ ერთი სახალისო და საინტერესო ღონისძიება გამართეს. ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის ადმინისტრაცია.
იხილეთ ვიდეო
ბმულზე