„ჩემი გალაკტიონი“ - დაბლაციხის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო კონკურსი ჩატარდა
12-12-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზანით არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად სკოლაში შიდასასკოლო კონკურსი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, დაბლაციხის საჯარო სკოლაში გალაკტიონის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩატარდა კონკურსი. შიდასასკოლო კონკურსში - „ჩემი გალაკტიონი“ - გაიმარჯვა სამი მოსწავლიდან შემდგარმა ჯგუფმა. გამარჯვებული ჯგუფის წევრები არიან: თორნიკე ძნელაძე, ნინო დოლიძე და ნინო სიხარულიძე;  მოსწავლეებმა შეადგინეს ალბომი - გალაკტიონი 130 წლისაა“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203