წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, ერთმანეთთან ინტერვიუ ჩაწერეს
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში მოთხოვნილი სტანდარტების შესაბამისად, აქტიურად ტარდება თემატური კომპლექსური დავალებები, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით არიან ჩართულნი.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ამჯერად კომპლექსური დავალება მეშვიდე კლასში ჩატარდა.
„VII
ა კლაში ჩატარდა კომპლექსური დავალების „Моё интервью“ პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შეადგინეს კითხვები როგორც მასწავლებლისთვის ისე მათი კლასელებისვის. კითხვების შედგენისას გაითვალისწინეს მათი და კლასელების ინტერესები, გატაცებები, რომელი საგანი/საგნები უყვართ, როგორ ატარებენ თავისუფალ დროს. პრეზენტაცისას მოსწავლეები ჯერ თავად სხვამდნენ კითხვებს და ჟურნალისტის როლს ითავსებდნენ, შემდგომ კი თავად იყვნენ რესპოდენტები. აქტივობა სახალისო და საინტერესო იყო მოსწავლეებისთვსი და დიდი მოწონება დაიმსახურა"- აღნიშნულია ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები, ვიდეოს სანახავად კი დააჭირეთ
ბმულს