„სკოლა ჩვენი სახლია, გავუფრთხილდეთ მას!“ - ჭვინთის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტი ხორციელდება
12-12-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში სასკოლო პროექტი - „სკოლა ჩვენი სახლია, გავუფრთხილდეთ მას!“ დაიწო.

პროექტში ჩართულნი არიან, როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. პროექტს ხელმძღვანელობს პედაგოგი მანანა ჩინჩალაძე. პროექტი მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება სასკოლო საზოგადოებაში და თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა აქტივობა - „დავასუფთავოთ სკოლის ეზო!“, მოხდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, სადაც აქტიურად ჩაერთო სასკოლო თემი. 

ჭვინთის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა გარემოსდაცვით და აგრარულ განათლებას, სწორედ ამ მიზნით ხორციელდება აღნიშნული პროექტი, სადაც გამოიკვეთა მოსწავლეებისა და მასწავლებლების აქტიურად ჩართულობის სურვილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203