
ილო მოსაშვილის სახელობის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ვაქირის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროფესიონალი პედაგოგების ძალისხმევით, მოსწავლეები იღებენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, აწყობენ სხვადასხვა თემატურ ღონისძიებებს და ცდილობენ გაალამაზონ სასკოლო ყოველდღიურობაც.
ახლახან, მე-5 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელთან, მანანა ბაკაშვილთან ერთად, რომელიც ბიოლოგიის პედაგოგი გახლავთ, ჩაატარეს შემეცნებითი ღონისძიება „შემოდგომის ფერები“.
ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი აქტივობებით შესთავაზეს, მასწავლებელთან ერთად, შეასრულეს თემატური აქტივობები და კიდევ ერთი ლამაზი დღე, შემოდგომის ფერებით ჩაწერეს მშობლიური სკოლის ისტორიაში.