დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი მოეწყო
12-12-2022

დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში, ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი, რომელსაც ორგანიზება გაუწია უცხო ენათა კათედრამ. კონკურსის თემა იყო - „ყველასთვის მთავარი არის პური“, კონკურსის ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობა ჩატარდა.  
 
 „ეს თემა ყოველთვის აქტუალური იყო, მონაწილეებმა წაიკითხეს ლექსები, მოგვითხრეს პურზე - მისი ცხობის ტრადიციებზე. გარდა ამისა პურით გაგვიწიეს მასპინძლობა“, -  გვიყვებიან სკოლაში.

ასპინძის საჯარო სკოლა ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო აქტივობების დაგეგმვა - განხორციელებით, რომელიც,  როგორც შემეცნებითი ასევე სახალისო და გასართობი ხასიათის მატარებელია, რაც მოსწავლეებისთვის ერთ-ერთ დაუვიწყარ დღედ იქცევა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო ღონისძიების წარდგენისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203