
ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების დაცვის დღე საინტერესოდ აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეები სახალხო დამცველის აპარატის ახალქალაქის რეგიონული ოფისის წარმომადგენელს - ანდრანიკ ბაღდადარიანს შეხვდნენ. შეხვედრას საინფორმაციო ხასიათი ჰქონდა. სახალხო დამცველის წარმომადგენელი მოსწავლეებს ადამიანის უფლებებზე და ამ დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ შეხვედრა იყო ნაყოფიერი და საინტერესო.
10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე.
იხილეთ ფოტოები: