„ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან!“ - თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა ახალი პროექტი დაიწყო
12-12-2022

თელავის N5 საჯარო სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი, რომლის წევრებიც თემატური ღონისძიებების ფარგლებში არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ამჯერად, თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „ახალი სიცოცხლის“ წევრებმა დაიწყეს „გლადა ჰუდიკ თეატრის“ პროექტი - ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან.ღონისძიების ორგანიზატორი გახლავთ სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება შვედური ინსტიტუტის მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გაეცნენ გაერო-ს მიერ შემუშავებულ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციას“.

„ვიმსჯელეთ სტერეოტიპების შესახებ. დავამზადეთ პოსტერები და გავავრცელეთ სასკოლო საზოგადოებასა და სოციალური ქსელით. საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას დემოკრატიის, სამართლიანობისა და ყველა ადამიანის თანაბარი ღირსების პატივისცემა წარმოადგენს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203