ნიგვზიანის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ლიტერატურულ-თეატრალური ღონისძიება მიეძღვნა
12-12-2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მაწავლებლის - ლიანა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობითა და ჩართულობით ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ისინი ღონისძიებაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.  მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ილია ჭავჭავაძის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და დიდ, საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებული ცნობილი ისტორიები აუდიტორიას საინტერესოდ გააცნეს.

„ჩემი მოსწავლეების მხატვრული ნიჭის წყალობით ილიას მოზაიკა თითქოს თვალთ გაგვიცოცხლდა“ - აღნიშნავს, ლიანა ვადაჭკორია.

ღონისძიების დარულების შემდეგ მოსწავლეებმა დამსწრე აუდიტორიისგან მხურვალე ტაში და სკოლისგან საქებარი სიტყვები დაიმსახურეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203