ვაქირის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შემოდგომის მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს
12-12-2022
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი მნიშვნელობა ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, საზეიმო, გასართობ თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ. 

ამჯერად, პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ირმა გოძიაშვილის ხელმძღვანელობით, სახალისო ღონისძიებით შემოდგომა გააცილეს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ, მათ შორის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. პირველკლასელებმა წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203