„გულის აგებულება და დაავადებები“ - თბილისის N60 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა შემეცნებითი პრეზენტაცია
12-12-2022

თბილისის N60 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა  - ნათია წიკლაურმა, ანანო ამბროლაძემ, მასწავლებლის  - თამარ მოსეშვილის მხარდაჭერით, წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „გულის აგებულება და დაავადებები“.

თბილისის N60 საჯარო სკოლაში ხშირად ტარდება შემეცნებითი ხასიათის აქტივობები და ღონისძიებები, სადაც აქტიურად არიან ჩართულნი მოსწავლეები. ჩართულობისთვის მათ უწევთ ახალი ინფორმაციის  მოძიება, გაცნობა და დამუშავება, მომზადებულ მასალას კი, სკოლაში პრეზენტაციის სახით წარადგენენ და მიღებულ ცოდნას უზიარებენ თანაკლასელებს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, წარდგენილი პრეზენტაცია ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო, რისთვისაც მადლობას უხდიან პროექტის ორგანიზატორებს და წარმატებას უსურვებენ მომავალ საქმიანობაში.

მოსწავლეთა კლასის ხელმძღვანელი ლიკა მეტრეველი გახლავთ.

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203