წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-6 კლასში ქართულ ლიტერატურაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
12-12-2022
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-6 კლასში, პედაგოგ მანანა ჯავახაძის ხელმძღვანელობით, ქართულ ლიტერატურაში საჩვენებელი გაკვეთლი ჩატარდა. 

მისი თემა რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „შეშაზე“ იყო. 

ტექსტზე მუშაობისას (კომენტირებული კითხვის მეთოდით) მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს: შეადგინეს მოვლენათა ჯაჭვი; შექმნეს პერსონაჟთა ცნების რუკა; მოიძიეს მხატვრული ხერხები და მოახდინეს მათი იდენტიფიცირება; ტექსტის გაგება- გააზრების მიზნით, უპასუხეს კითხვებს.

გაკვეთილმა ძალიან ნაყოფიერად და დიდი წარმატებით ჩაიარა. მას სკოლის დირექტორის მ/შ მაია ნუცუბიძე- ქობულია, დირექტორის მოადგილე გურამ ჩიხლაძე და საგნობრივი კათედრის წევრები ესწრებოდნენ.

„საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი: აკვირდენოდნენ, ფიქრობდნენ, გამოთქვამდნენ  და ასაბუთებდნენ თავიანთ ვარაუდებს; მსჯელობდნენ და უსმენდნენ ერთმანეთს.              
 გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა და მიაღწია კიდეც დასახულ მიზანს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203