საგვაზავოს საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასებში მეცნიერების ფესტივალი მოეწყო
12-12-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლის მოსწავლეები განათლებას თანამედროე მეთოდების გამოყენებითა და საინტერესო აქტივობების საშუალებით იღებენ.
ამჯერად, მე-8 და მე-9 კლასებში მეცნიერების ფესტივალი მოეწყო. მოსწავლეებმა, ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელის ლია კუპრეიშვილის ხელმძღვანელობით, სახელმძღვანელოდან - „მეცნიერება სახალისოა" მარტივი ექსპერიმენტები ჩაატარეს. მათ ისინი დანარჩენი კლასის მოსწავლეებსა და პედაგოგებს წარუდგინეს.
გარდა ამისა, მათ ექსპერიმენტის მიმდინარეობისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ ისაუბრეს, აქტივობამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
„ეს იყო მათთვის ძალიან შთამბეჭდავი დღე“,- აღნიშნავს პედაგოგი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს