ჯვარის N3 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეთა თვალით დანახული შემოდგომა
12-12-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვრის N3 საჯარო სკოლაში  მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, შესაბამისად არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება იმართება.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად, აქტივობა მეოთხე კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა, რომლებმაც შემოდგომა გააცილეს.

მოსწავლეებმა საკლასო ოთახი მორთეს საკუთარი ხელით შექმნილი სხვადასხვა დეკორაციებით. გამოჭრეს ფოთლების, ცხოველების ფორმები და მორთეს ოთახის ფანჯრები და კედლები. აქტივობამ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და ისინი მხიარულად და მონდომებით ასრულედნენ სხვადსხვა დავალებებს.

ფოტოების სრულად სანახავად გადადით ბმულზე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203