ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
12-12-2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლამ, მუსიკაში პროექტის თემად აირჩია ზაქარია ფალიაშვილი.  პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. შეხვედრას მუსიკის მასწავლებელი ნინო ღირსიაშვილი ხელმძღვანელობდა.

„მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი გაეცვნენ უდიდესი კომპოზიტორის ბიოგრაფიას, მოუსმინეს ოპერებს და ბოლოს შეასრულეს საქართველოს ჰიმნი. მოსწავლეები  კმაყოფილები დარჩნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.

გასვლითი ღონისძიების საშუალებით, მოსწავლეებმა სამუშაო პროექტთან დაკავშირებით, მიიღეს უცნობი და ძალიან საინტერესო ინფორმაცია. ამ ტიპის ღონისძიებები უფრო სახალისოს და საინტერესოს ხდის სწავლის პროცესს, უმაღლებს მოსწავლეებს განწყობას და უმძაფრებს პროცესში ჩართულობის სურვილს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203