„ნახვამდის შემოდგომავ!“- ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
12-12-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში მშობელთა აქტიური ჩართულობით, ღონისძიება - „ნახვამდის შემოდგომავ!“ ჩატარდა. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

ღონისძიებამ დამსწრეთა - სასკოლო საზოგადოების, თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203