„გავუფრთხილდეთ წყალს!“ - ჭვინთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
12-12-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის ჭვინთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს ხშირად  სთავაზობენ. მოსწავლეებიც აქტიურად მონაწილეობენ გარემოსდაცვით საქმიანობაში და სხვებსაც ბუნებრივი რესურსების დაცვისაკენ მოუწოდებენ.

ამჯერად, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, დაწყებითი კლასების პედაგოგების - ელზა რაისიანის და რაისა სამარჯევის ხელმძღვანელობით, ერთობლივად იმუშავეს ინტეგრირებულ პროექტზე - „გავუფრთხილდეთ წყალს“. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში წყლის მნიშვნელობისა და მისი გონივრულად გამოყენებისადმი ცნობიერების ამაღლება, წყლის დაზოგვითი ღონისძიებების გატარება და პროპაგანდა საცხოვრებელ გარემოში. ასევე მოსწავლეებში კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ- ჩვევების განვითარება.

პროექტი ორი კვირა გაგრძელდა. ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის 8 რიცხვამდე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203