„ქალთა უფლებების დაცვა“- ნაბაკევის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
12-12-2022
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლაში, სკოლის დირექტორმა ეკატერინე ჯამბურიამ, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - „ქალთა უფლებების დაცვა“.
შეხვედრის ხელმძღვანელმა წარმოადგინა პრეზენტაცია - „ქალთა მიმართ ძალადობა დანაშაულია“, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო ინფორმაცია აღნიშნულ თემაზე. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა დასვა კითხვები, რომლებზეც მიიღეს ამომწურავი პასუხები.
აღნიშნული აქტივობა, საზოგადოებაში აქტუალური პრობლემის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პრობლემის მოსაგვარებლად ხალხის როლის განსაზღვრას ემსახურებოდა. თემის განხილვისას აქტიურად იყვნენ ჩართული მონაწილეები, როს გამოც საკმაოდ საინტერესო და ინტერაქციული სახე მიიღო შეხვედრამ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს