თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ინტერაქტიული გაკვეთილი ჩაატარეს და კედლის გაზეთი დაამზადეს
12-12-2022
თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ, ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში, რისი დასტურიცაა სამოქალაქო განათლების კლუბი, რომლის წევრებიც თემატურ ღონისძიებებს არაერთი მიმართულებით ატარებენ და მუდმივად მუშაობენ სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
ახლახან, თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა აღნიშნეს ტოლერანტობის დღე, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელმა მე-7 კლასს ჩაუტარა საინტერესო გაკვეთილი; აქტივობა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში და კითხვა-პასუხის დროს, სრული კლასი ჩაერთო.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის წევრებმა ასევე მოიძიეს საჭირო ინფორმაცია და დაატანეს ის კედლის გაზეთებზე, რომელიც გააფორმეს სლოგანებით; მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია და საკუთრი ხელით მომზადებული კედლის გაზეთი გააკრეს თვალსაჩინო ადგილას!
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს