წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს - ინნა ხელაიასა და ლიზი ქაჯაიას 2022 წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდო გადაეცათ
12-12-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული მოტივაციითა და ახლის ძიების სურვილით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომ, ისინი კონფერენციებსა თუ პროექტებში ხშირად მონაწილეობენ და დიდ წარმატებასაც აღწევენ. 

ამჯერად, წარმატება და აღიარება XII კლასის მოსწავლეებმა ინნა ხელაიამ და ლიზი ქაჯაიამ მოიპოვეს. მათ 2022 წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდო გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი შედგზე ორიენტირებული, ბეჯითი და ნიჭიერი მოსწავლეები არიან, სკოლაში ინნა ხელაიასა და ლიზი ქაჯაიას მიღწევით ამაყობენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ. 

„მიზანი მიღწეულია... პირობა შესრულებულია...
წარმატებები მათ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203