აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპოზიციები შექმნეს
12-12-2022
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში საწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, პედაგოგები მოსწავლეებს საინტრესო აქტივობებში რთავენ და ამით მათ განვითარებასა თუ მოტივირებაზე ზრუნავენ. 

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე საინტერესო კომპოზიციები  მათთვის უკვე ნაცნობი ტექნიკითა და ახალი ინტერპრეტაციებით შექმნეს. 

მოსწავლეები აქტივობის მიმდინარეობაში, პედაგოგ თამთა ნათიძის ხელმძღვანელობით, მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. გაკვეთილის მიზანიც მიღწეულია - მათ წარმოსახვის უნარი, ნატიფი მოტორიკა კიდევ უფრო განუვითარდათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203