„ერთად გავიცნოთ საქართველო“ - დაბა თრიალეთის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
12-12-2022

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამების: „ასწავლე საქართველოსთვის“ და „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის“, ასევე, ადგილობრივი რესურს ცენტრისა და თვითმმართველობის ხელშეწყობითა და თანადგომით საინტერესო ღონისძიება - „ერთად გავიცნოთ საქართველო“ ჩატარდა.

ღონისძიების ორგანიზატორები წალკის მუნიციპალიტეტის კოხტისა და ოზნის საჯარო სკოლების დირექტორები - ნადიმ ხოზრევანიძე და რუბენ ჰანესიანი არიან.

ღონისძიებაში მონაწილე სკოლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორია, ტრადიციები, კულტურა და სამზარეულო წარმოადგინეს, რის შედაგადაც ისინი შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდნენ:

  • კუთხის გაფორმება;
  • კუთხისწარდგენა;
  • ცეკვა;
  • ლექსი;
  • თავისუფალი ნომერი;

აღნიშნულ ნომინაციაშიებში გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურმა გამოავლინა.

ნომინაციებში გამარჯვებულებს საქართველოს ისტორიის წიგნი და სიგელი გადაეცათ, ხოლო ღონისძიების თითოეულ მონაწილეს საჩუქრები.

„წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთის საჯარო სკოლა, მადლობას უხდის პროექტის ინიციატორებს - ნადიმ ხოზრევანიძესა და რუბენ ჰანესიანს გაწეული შრომისათვის. მადლობა ჟიურის ყველა წევრს, ადგილობრივ რესურს ცენტრს, თვითმმართველობას, მონაწილე სკოლებსა და დამსწრე საზოგადოებას. აგრეთვე, მადლობა თრიალეთის სკოლის ორგანიზატორებს - ნარგიზ ვაშაყმაძესა და მარინე ირემაძეს, რომლებმაც მათი დაუღალავი შრომით,სკოლას გამარჯვება მოუტანეს. კერძოდ, გამარჯვებულები პირველ ნომინაციაში, კუთხის გაფორმებაში გავხდით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203