ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე ნანა ტრაპაიძემ გაცვლითი პროგრამისთვის შესარჩევი ნახევარფინალი წარმატებით დაძლია
12-12-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის, მე-10 კლასის მოსწავლე ნანა ტრაპაიძემ წარმატებით გაიარა FLEX-ის ნახევარფინალი და მოუთმენლად ელის მომდევნო ეტაპს.
„ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ნანა მიაღწევს წარმატებას და გახდება გამარჯვებული. ეს ნანას და მისი ინგლისურის პედაგოგის ქალბატონი ცირა ძაძუას დიდი ძალისხმევის შედეგია. წარმატებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნავს სკოლის დირექცია
მსგავს პოექტებში ჩართულობის ხელშეწყობა მოტივაციას უმაღლებს მოსწავლეებს, რომ შეძლონ წარმატების მიღწევა სხვადსხვა სფეროში. ახალსოფლის საჯარო სკოლა ხშირად იღებს შემეცნებით პროექტებში მონაწილეობას და მზადაა დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში, ხელი შეუწყოს მათ განვითარებასა და გააქტიურებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს