„საბანკო სესხის გადასახადი“- მაღლაკის N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
12-12-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, მე-10 კლასში, პედაგოგ გულნაზი ლექვინაძის ხელმძღვანელობით, კომპლექსური დავალების - „საბანკო სესხის გადასახადი“ პრეზენტაცია გაიმართა.

მოსწავლეებს დავალების შემდეგი პირობა ჰქონდათ: ბანკი იძლევა სესხს 25000 ლარის ოდენობით წლიური 15%. გამოთვალეთ სესხის გაცემის ძირი, გადასახადის რაოდენობა და ყოველთვიური გადასახადი, სულ რამდენი ლარის გადახდა იქნება საჭირო სესხის სრულად დასაფარად.

მოსწავლეებმა დავალებს თავი წარმატებით გაართვეს, უნარები გამოავლინეს და საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203