ძეძილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური
12-12-2022

ხონის მუნიციპალიტეტის ძეძილეთის საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და მშობლების ერთობლივად ორგანიზებული ღონისძიებით მოსწავლეებმა ამჯერად ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი მოინახულეს.  

გასვლითი ტური საინტერესო, ინფორმაციული და მრავალფეროვანი იყო. მუზეუმში მოსწავლეებს ცნება - მუზეუმი განუმარტეს და მის მნიშვნელობასთან ერთად ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის განსაკუთრებულ მახასიათებლებზე ისაუბრეს, რის შედეგადაც პედაგოგებმა მოაწყვეს დისკუსია და მუზეუმში მოსმენილი საკითხები მეტად განავრცეს.

ინფორმაციული აქტივობის შემდეგ მოსწავლეებმა სახალისო აქტივობებიც მოიფიქრეს, იხალისეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ ძეძილეთის საჯარო სკოლა მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო გასვლით ღონისძიებებს ხშირად გეგმავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203