ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლის - გიორგი აბუსელიძის სპორტული წარმატება 
12-12-2022

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი აბუსელიძემ, ქალაქ ბათუმში გამართულ შეხვედრაზე „საქართველოს სასკოლო ლიგა 2022 , აჭარის სასკოლო ლიგაში“ დასკვნით ტურში მე-3 ადგილი მოიპოვა.

ამ წარმატებას წინ უძღვოდა შუახევის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში გამართული შესარჩევი ტური „აჭარის სასკოლო ლიგის - მაგიდის ჩოგბურთი“, სადაც ცინარეთის საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ, ლინდა აბუსელიძემ და გიორგი აბუსელიძემ პირველი ადგილი მოიპოვა. სპორტული შეჯიბრი მიმდინარე წლის 29 ნოემბერს გაიმართა, შეხვედრაზე მოპოვებული წარმატება „საქართველოს სასკოლო ლიგა 2022 , აჭარის სასკოლო ლიგაში“ მონაწილეობის საგზური გახდა.

მასწავლებელი და მოსწავლე დაჯილდოვდნენ სიგელითა და მედლებით.

„სკოლა გულითადად ულოცავს მოსწავლეს, მათ მშობლებს და მასწავლებელ ჯემალ დიასამიძეს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნავს სკოლის დირექცია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203